ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია – როგორი ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე

ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია – როგორი ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 41,889 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით კი jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 9,867 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 7,628 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 10,988 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.