ყველაზე მეტ ფულს საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გზავნიან

2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.54 მლნ დოლარი (814.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6.1%-ით (17.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.9% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა საქართველოში აშშ-დან და იტალიიდან გადმოიგზავნა. რაც მთელი გზავნილების  35,2%-ს შეადგენს

  • აშშ – $53.99 მილიონი
  • იტალია – $50.21 მილიონი

ხუთეულში ასევე არიან , გერმანია და საბერძნეთი.

2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.9 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აპრილის (30.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.9% მეტია.

წყარო