ყველაზე მეტი “ქეში” – ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა – Bloomberg

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ოლიგარქ ს ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, – განახლებული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი.
იგი ახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს.
გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ქონების ყველაზე დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით აქვს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. ამავე მონაცემებით, ივანიშვილს 1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული, 45 მილიონი კი უძრავ ქონებაში.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ქართველი მილიარდერის ქონების შესახებ მონაცემები დაბალი სანდოობისაა და ამიტომაც ის მხოლოდ 1 ვარსკვლავით არის შეფასებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა