2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 170 ლარით გაიზარდა და 2 367 ლარს გაუტოლდა. საქსტატის მონაცემებით, მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
· მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი;
· საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი;
· მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.
რაც შეეხება საქმიანობებს, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ, ყველაზე დაბალი კი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულებს.
გთავაზობთ, როგორია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით: (2024 წლის მე-4 კვარტალი)
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4078.2 ლარი
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3663.5 ლარი
· მშენებლობა – 3365.8 ლარი
· ხელოვნება, გართობა და დასვენება – 3244.1 ლარი
· ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2584.1 ლარი
· სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება დამამუშავებელი მრეწველობა – 2570 ლარი
· ტრანსპორტი და დასაწყობება – 2510.1 ლარი
· დამამუშავებელი მრეწველობა – 2165.1 ლარი
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 2045 ლარი
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 2017.3 ლარი
· განათლება – 1937.9 ლარი
· წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1879.7 ლარი
· ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1803.7 ლარი
· განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1752.1ლარი
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1751 ლარი
· სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1708 ლარი
ამასთან საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.
2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.3 პროცენტი – კაცი.
წყარო: bpn.ge
