“ყველაზე ლამაზი ქალები საქართველოში არიან” – ლიკა ევგენიძისა და სალომე ღვინიაშვილის ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao
მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად სალომე ღვინიაშვილი და ლიკა ევგენიძე სერბეთში, ერთ-ერთი ბრენდის ღონისძიებაზე იმყოფებიან. ქართველმა ლამაზმანებმა ფოტოები სოციალურ ქსელშიც გააზიარეს და უმარვი კომპლიმენტი მიიღეს.
სალომე ღვინიაშვილი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის სალომე ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
3 წლის შემდეგ სალომე ტატოს გაშორდა და წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა.მათ ორი გოგონა, ნიტა და ტასო შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს. ის შესანიშნავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.