ყველაზე ზუსტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის – ფოტიგა თბილისში მომხდარ თავდასხმებზე

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა ს სანქცირებისთვის ყველაზე ზუსტი დროა.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს.
გუშინ 8 მაისს უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათ შორის, 8 მაისს ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ