ყველაზე დიდი მოთხოვნა მოტორული უნარების განმავითარებელ წიგნზეა – Ketart

თამაშით სწავლება და განმავითარებელი რესურსები – ეს იყო მთავარი მიზანი, რამაც ახალს სტარტაპს ჩაუყარა საფუძველი.
Ketart-ი სპეციალური საჭიროების ბავშვებზეა გათვლილი, რომლებსაც თექისგან შექმნილ განმავითარებელ წიგნებს სთავაზობს.
“ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს ყოველთვის რაღაცას ვქმნი, ვხატავ, ვკერავ სხვადასხვა ნივთებს ვამზადებ. მქონდა რამდენიმე წამოწყება ხელნაკეთი ნივთების, თუმცა რასაც ახლა ვქმნი ყველაზე სასარგებლოა, რაც აქამდე გამიკეთებია. ჩემს შვილს აქვს აუტისტური სპექტრი, ამ დროს მოგეხსენებათ განმავითარებელი რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მდგომარეობამ გადამაწყვეტინა მე თვითონ შემექმნა ჩემი შვილისთვის და ასევე სხვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ისეთი პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა სირთულეების გადალახვაში დაეხმარებოდა მათ. თავიდან ჩემი ხელით ვხატავდი სხვადასხვა აქტივობებს, შემდეგ კი დავიწყე თექის წიგნების და სხვადასხვა საგანმანათლებლო, განმავითარებელი რესურსის შექმნა”, – ამბობს ქეთი კუბლაშვილი.
ს დამფუძნებელი ქეთი კუბლაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 2 თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ჯერ მხოლოდ ონლაინ ხდება რეალიზაცია.
ვრცლად, bp.ge – ზე