ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 20 კომპანიიდან 8 სათამაშო ბიზნესია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ ჯამურად 204.6 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ მაჩვენებელში ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 31.2% სათამაშო ბიზნესს უკავია. გასული წელი სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 20 კომპანიას შორისაც 8 სწორედ აზარტული თამაშებითაა დაკავებული. შემდეგია სუპერმარკეტები და სააფთიაქო ქსელები.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ 20 კომპანიის ჩამონათვალს, რომელსაც გასული წლის მდგომარეობით, ყველაზე დიდი ბრუნვის მაჩვენებელი აქვს:
· შპს სოკარ ჯორჯია გაზი
· შპს მარსი
· შპს ორი ნაბიჯი
· სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
· სს ნიკორა ტრეიდი
· შპს ტოიოტა კავკასია
· შპს ევროპაბეთი
· შპს ავიატორ
· შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
· შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)
· შპს SPG თრეიდინგი
· შპს ბეთლაივი
· შპს ფულ ჰაუსი
· შპს ასვლა
· სს ეპ ჯორჯია მიწოდება
· შპს ლიდერ-ბონუსი
· შპს ჯიდიაი
· შპს ლიდერ-ბეთ სლოტი
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ