“ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია” – სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ Youtube არხ “ოკო სპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც მას ორი ყოფილი შეგირდის, სა და მარტინ ოდეგორის შედარება სთხოვეს.
“ორივე ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და მათი ნიჭი თავიდანვე გამოიკვეთა, მაგრამ ნორვეგიელი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოზარდი იყო.
ის “რეალმა” 2015 წელს 15 წლის ასაკში 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა ეს რიგი მიზეზების გამო გააკეთა.
ხვიჩას უზარმაზარი ნიჭის მიუხედავად, მჯერა, რომ მარტინი, მთელი თავისი სირთულეებით, ალბათ, ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია. ის ჩვენთან კარიერის საწყის ეტაპზე
მოვიდა”, – თქვა სლუცკიმ.
ინფორმაციისთვის, სლუცკი ოდეგორს 2018/19-წლების სეზონში “ვიტესში” ავარჯიშებდა, ქართველს კი “რუბინში” წვრთნიდა.