„ყველაზე დიდი ბოროტება რაც ხდება, არის სიმართლის გამრუდება“ – რესან ქიქავა

„ ყველაზე დიდი ბოროტება რაც დღეს ხდება, არის სიმართლის გამრუდება. ადამიანების ცნობიერში ეჭვის შეტანა იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ რეალურად შეაფასონ ის მოვლენები რაც მიმდინარეობს“ – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში ბიზნესმენმა რესან ქიქავამ გააკეთა.
მისი შეფასებით, ოცნების ხელისუფლების ყოველდღიური რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მათი დასუსტების წინაპირობაა.
„გუშინდელი განცხადებები პოზიტიური იყო იმ მხრივ, რომ მეტი ადამიანი იგებს რა ხდება და აკვირდება იმ სიმბოლიზმს, განცხადებებს, რიტორიკას, რომელიც ისმის ყოველდღიურად. ამ მხრივ დრო ჩვენზე მუშაობს, ვინც ვეწინააღმდეგებით იმ რეალობას რომელიც გვაქვს და არ მივიღებთ იმ მოცემულობას რომელიც არის. ეს არის რეალურად იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიც არის ს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, სამაჩაბლოში, ს ანალოგი ხელისუფლება და რამდენადაც ტრაგიკული არ უნდა იყოს ქართველების მხრიდან იმის მოსმენა, ეს ამავდროულად არის იმის იმედი, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოფხიზლდება და გაახელს თვალებს.
ძალიან კარგად გვესმის, რომ დიდი დარტყმის წინაშეა დღეს ქართული საზოგადოება, მუშაობს დიდი პროპაგანდისტული მანქანა და არ არის მარტივი გაარჩიო სიკეთე ბოროტებისგან. ყველაზე დიდი ბოროტება რაც ხდება, არის გამრუდება სიმართლის. ადამიანების ცნობიერში ეჭვის შეტანა იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ რეალურად შეაფასონ ის მოვლენები რაც მიმდინარეობს, ეჭვქვეშ აყენებენ და ბოლოს ამბობენ, რომ კარგი როგორიცაა, არ მესმის მე პოლიტიკა, ბევრი ასეთი ადამიანია. ბევრი ასეთი ადამიანია, რომელიც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული. თითო ადამიანის გადმოსვლა ჩვენს რიგებში, მიუხედავად იმისა რომ დიდი უმრავლესობა ვართ ¾ ყველა გათვლებით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს სიმართლეს და დადგეს სწორ მხარეს.
ჩვენ რეალურად გვიწევს ბრძოლა ძალიან დიდ ძალასთან და ამასთან გამკლავება და ამასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია. ის ტერორი რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მოქალაქეების მიმართ, ამის მიუხედავად ეს ადამიანები დგანან და აგრძელებენ პროტესტს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დასავლურ პლატფორმასთან ერთადერთი საკომუნიკაციო ვართ ჩვენ და ჩვენი პროტესტი. ხელისუფლება რომელიც გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და არ არის აღიარებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ისინი არანაირ დონეზე არ ახდენენ კომუნიკაციას, მათ არავინ ხვდება და ეს არის ტრაგედია.“- განაცხადა ქიქავამ.