ყველაზე დაბინძურებული/სუფთა ქვეყნები გამოვლინდა – რომელ ადგილზეა რეიტინგში საქართველო

Numbeo-მ მსოფლიოს 113 ქვეყანაში 2025 წლის დაბინძურების მაჩვენებელი შეისწავლა. რეიტინგში მოცემული ქვეყნები დალაგებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: გარემოს დაცვის ხარისხი და მასზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ჰაერის ხარისხი, სასმელი წყლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, წყლის დაბინძურების დონე, ნაგვის გატანისა და დასუფთავებით მოქალაქეთა კმაყოფილების დონე, გამწვანება და პარკების ხელმისაწვდომობა, კომფორტის საერთო დონე სისუფთავის კუთხით და ა.შ.
ამ კრიტერიუმების მიხედვით, 113 ქვეყანას შორის საქართველო დაბინძურების მაჩვენებლით 42 ადგილზე მოხვდა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოზე უფრო ცუდი დაბინძურების მაჩვენებელი აზერბაიჯანს (32-ე ადგილი) აქვს, უკეთესი კი თურქეთს (47-ე ადგილი), სომხეთსა (54-ე ადგილი) და რუსეთს (62-ე ადგილი).
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი კამერუნშია, ხოლო ყველაზე სუფთა ქვეყანა ფინეთია.
კერძოდ, მსოფლიოს 5 ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა ასეთია:
· კამერუნი;
· მიანმარი;
· ლიბანი;
· ნიგერია;
· მონღოლეთი.
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოყურება:
· ფინეთი;
· ნორვეგია;
· შვედეთი;
· ;
· ისლანდია.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი