ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები – “ეს იყო ნამდვილი ომი…”
· 71
2018 წელს, უფაში, პოლიციის განყოფილებაში, სამმა ოფიცერმა ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურა, რომელიც იქ გამომძიებლად მუშაობდა. ეს გახდა ალბათ ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა თანამედროვე რუსეთში. გარდა დანაშაულისა, დაზარალებული გულნაზ ფათხლისლამოვა იმ პერიოდში მედიისგან შევიწროებას განიცდიდა. დაკარგა სამსახური და იძულებული გახდა მონაწილეობა მიეღო არაერთ შემზარავ სასამართლო პროცესში. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გოგონა ჰყვება, თუ როგორ ცხოვრობდა ეს ხუთი წელი და რა დაეხმარა მას გადარჩენაში.
· 2018 წლის ოქტომბრის მიწურულს რუსულ მედიაში უფას პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების ამბის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. დაშავებული გოგონაც და ბრალდებულიც შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.
23 წლის გულნაზ ფათხლისლამოვამ მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე დაიწყო, მაგრამ თვენახევარში საზარელი დანაშაული მოხდა. ბრალდებულები იყვნენ – ქალაქს უფას და კარმასკალინსკის ოლქების განყოფილებების ხელმძღვანელები, ედუარდ მატვეევი და სალავატ გალიევი და უფას რაიონის მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელები პაველ იარომჩუკი. ყველაზე უფროსი მამაკაცი 51 წლის იყო, უმცროსი 34 წლის.
”მე რომ არ ვყოფილიყავი მამაცი ქალი, ალბათ, არ ვიჩივლებდი”, – ამბობს გულნაზი და იქვე დასძენს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რა ელოდა მას.
უფას საქმე რუსეთში გაუპატიურების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევად იქცა. თავად გულნაზ ფათხლისლამოვა ამას იმით ხსნის, რომ ინციდენტის ყველა მონაწილე პოლიციელი იყო, გარდა ამისა, ქალის მამა რეგიონული ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, რაც მედიისთვის სწრაფად გახდა ცნობილი.
სისხლის სამართლის პროცესი ოთხი წელი გაგრძელდა. ფათხლისლამოვამ სამსახური დაკარგა – ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი იყო.
ქალი ჟურნალისტებს თავად არ დაკავშირებია, მაგრამ პრესამ გახმაურებული საქმის მსხვერპლით მაშინვე დაინტერესდა.
“ჩემს შესახებ უამრავი სტატია გამოქვეყნდა. მახსოვს, დაბეჭდეს ინტერვიუ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც, როგორც ჩანს, ინსტიტუტიდან მიცნობდა, რომელიც ჩემზე ამბობდა, „ის ისეთი ამპარტავანია, ყოველთვის პოულობდა საერთო ენას ბიჭებთან. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეეძლო ამის თქმა. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვსწავლობდი. ზოგადად ალოგიკური იყო მსგავსი შედარებები“.
ქალი იხსენებს, რომ ადგილობრივი მედია, ბრალდებულის მხარეს დადგა და ფაქტობრივად ტკბებოდა, იმით რაც მას შეემთხვა. “უფას პოლიციის თანამშრომლებმა იციან როგორ გაალამაზონ სამუშაო ნაცრისფერი დღეები. რეცეპტი მარტივია – გაშალეთ კარგი სუფრა, რომელსაც ახალგაზრდა გულნაზი გააფორმებს“, – ასე იწყებოდა ერთ-ერთი სტატია. საქმეს ძირითადად მოიხსენიებდნენ როგორც „პოლიციის სექს-სკანდალი“. ერთ-ერთ დამოუკიდებელ მედიაში პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურების შესახებ ამბები ილუსტრირებული იყო გომბეშოსა და გველგესლას გამოსახული სურათით (გამოცემამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა).
მისი თქმით, სასამართლო პროცესი იქცა ჟურნალისტებისთვის რეიტინგების აწევის საშუალებად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები დახურულ კარს მიღმა განიხილება და იქ მედია არ უშვებენ. ერთ-ერთი პროცესის შემდეგ ადგილობრივმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა სტატია: „უფას სასამართლოში ყოფილმა გამომძიებელმა დაფაზე დახატა, როგორ გააუპატიურეს იგი“. „უფას კიროვსკის რაიონული სასამართლოს დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ კრეატიული გამოდგა, ნახატის ელემენტებით“, – ასე იწყებოდა კიდევ ერთი სტატია სასამართლო სხდომის შესახებ.
“ყველა სასამართლო სხდომაზე დავდიოდი, თუმცა ეს ძალიან რთული იყო. ფსიქოლოგიური აშლილობა მქონდა. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვცდილობდი პასუხისმგებელი ვყოფილიყავი ჩემს სიტყვებზე“, – ამბობს ფათხლისლამოვა.
მას შემდეგაც, რაც 2021 წელს პოლიცია დამნაშავედ ცნეს და განაჩენი ძალაში შევიდა, პუბლიკაციების ტონი არ შეცვლილა. “გაუპატიურებულ გამომძიებელს ასობით მილიონი რუბლი სურს – გაჩნდა მედიაში სათაური, რომ ფატხლისლამოვამ შეიტანას აჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
მედიის კანონის თანახმად, ჟურნალისტებმა უნდა შეინარჩუნონ ძალადობის მსხვერპლთა ანონიმურობა. მაგრამ ულიანა სკოიბედამ კომსომოლსკაია პრავდაში გამოაქვეყნა მასალები საგამოძიებო საქმიდან – ფატხლისლამოვას ფოტოები საცვლებში სამედიცინო შემოწმების დროს.
ქალი იმდენად მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ ის სამსახურში არავის აღარ აყავდა. ”ვცადე მოსკოვში წასვლა, მაგრამ იქაც მიცნეს. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო ჩემთვის. სიტყვიერად ყველა მხარს მიჭერდა და ქმედებით არა. ისევ უკან დავბრუნდი.”
“მედიამ აიძულა საზოგადოება ჩემზე ცუდად ეფიქრათ და მათ მიაღწიეს წარმატებას, რადგან მაშინ მე არ მქონდა გამბედაობა და მონდომება, რომ რაღაც მეთქვა საკუთარ თავზე”, – ამბობს ქალი.
“დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ დანაშაულებრივ ღონისძიებაზე ადამიანები ალკოჰოლს სვამდნენ. მე მჯერა, რომ მეთქვა, მაგალითად, ფხიზელი ვიყავი, უბრალოდ მცემეს და გააუპატიურეს, იქნებ საზოგადოებას კარგი აზრი ჰქონდა ჩემზე. თუმცა, ისინი არ ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ დამათვრეს“, – განმარტავს ფატხლისლამოვა BBC-სთან ინტერვიუში.
იმ საღამოს, სამსახურში იყო, როდესაც უფროსი კოლეგა მიუახლოვდა და უთხრა, რომ ფათხლისლამოვას მიგრაციის განყოფილებაში მისი უშუალო უფროსი, ედუარდ მატვეევი იბარებდა და მის წასაყვანად კომპანიის მანქანა გაგზავნეს.
“როდესაც დავინახე რომ სამი უფროსი მაგიდასთან ისხდნენ შოკში ჩავვარდი. ეს ხდებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ჩვენ არ ვიყავით რესტორანში “.
პოლიციელებმა გოგონას უთხრეს, რომ აღნიშნავდნენ “რაღაც არარსებულ დღესასწაულს, კომსომოლის დღეს”. სთხოვეს ერთი ჭიქა დაელია.
მატვეევი, გალიევი და იარომჩუკი შინაგან საქმეთა სამინისტროდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე გაათავისუფლეს. თუმცა, ორი თვის შემდეგ, 2019 წლის იანვარში, თავად ფატხლისლამოვაც გაათავისუფლეს. მიზეზი იყო „პოლიციელის პატივის დამამცირებელი ქმედების ჩადენა“: ფათხლისლამოვას სამსახურში ალკოჰოლის დალევაში დაადანაშაულეს. მათ არ გაითვალისწინეს, რომ მისი უშუალო უფროსი აიძულებდა ამის გაკეთებას რასაც ძალადობა მოჰყვა.
საქმე არ შემოიფარგლებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით: შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა სარჩელი ფატხლისლამოვას წინააღმდეგ 600 ათასი რუბლის კომპენსაციისთვის, განყოფილების უნივერსიტეტში სწავლისთვის – ინსტიტუტთან ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მას ხუთი წელი უნდა ემუშავა. შინაგან საქმეთა ორგანოებში. სასამართლო შსს-ს მხარი დაუჭირა და გოგონას სახელმწიფოსთვის ფულის გადახდა დააკისრა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ამგვარად აჩვენებს სხვებს, რომ უმჯობესია არ იჩივლოთ, თუ არ გსურთ სამსახურის დაკარგვა და დავალიანების გადახდა“, – განუცხადა BBC-ს იურიდიული ინიციატივის ადვოკატმა.
“ნამდვილ ომს ჰგავდა, ვინ ვის დაამარცხებდა”
სისხლის სამართლის პროცესი 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. სამივე ბრალდებული პირველივე დღიდან ამტკიცებდა რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ჯერ 2019 წელს პოლიციელები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში და მიესაჯა რეალური ვადები, მაგრამ მოგვიანებით ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება: გალიევი და მატვეევი გაამართლეს, ხოლო იარომჩუკს სასჯელი შეუმცირდა 4,5 წლამდე. თუმცა, 2020 წლის ნოემბერში, სამარას საერთო იურისდიქციის მეექვსე საკასაციო სასამართლომ საქმე ახალი განხილვისთვის დაუბრუნა ბაშკირის უზენაეს სასამართლოს.
შედეგად სამივე პოლიციელი კვლავ დამნაშავედ ცნეს. მატვეევმა და გალიევმა შვიდი წელი მიუსაჯეს, იარომჩუკს – ხუთნახევარი. ცალკე სასამართლომ სამივეს მიუსაჯა ფათხლისლამოვას მორალური ზიანის ანაზღაურება 2,9 მილიონი რუბლის ოდენობით (თუმცა ჯერ არ გადაუხდიათ).
მიუხედავად სასჯელისა, მსჯავრდებულები მალევე გაათავისუფლეს – 2022 წლის აპრილში მათ შეიტანეს შუამდგომლობა სასჯელის შეცვლის შესახებ პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით, რომელიც არ იყო დაკავშირებული სასჯელის კოლონიაში მოსახდელთან.
ბრალდებულის დაცვის მხარე, გოგონას თქმით, სასამართლოში დაჟინებით ამტკიცებდა, რომ თავად იყო დამნაშავე: „ადვოკატებმა თქვეს, რომ მიდრეკილი ვიყავი ალკოჰოლის დალევისკენ, რომ ვიყავი „სექსუალურად გარყვნილი“, ანუ ყველა მამაკაცს ზედ ვახტებოდი. ეს ჩემთვის შოკი იყო.”
გამონაკლისი არც ფათხლისლამოვას შემთხვევაა. ადამიანის უფლებათა აქტივისტები რუსეთში წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ქალები, რომლებმაც განიცადეს ძალადობის ფართო სპექტრი, ადანაშაულებენ ამორალურ ქცევაში ან სვამდნენ ალკოჰოლს. ისინი ასევე ცდილობენ ბრალდებულებისთვის ამის შემამსუბუქებელ გარემოებად წარმოჩენას.
საერთო ჯამში, როგორც ფატხლისლამოვას ადვოკატმა ირინა ვალიევამ Mediakorset-თან ინტერვიუში განაცხადა, პოლიციას ათი ადვოკატი ჰყავდა. ჯამში მათ გოგონას რვაასამდე შეკითხვა დაუსვეს, ზოგიერთი მათგანი დანაშაულთან არ იყო დაკავშირებული. “ჰკითხეს, როდის დაეწყო მენსტრუაცია, ჰქონდა თუ არა მანამდე ანალური სექსი, ჰქონდა თუ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ჰქონდა თუ არა სექსი ქალებთან. ზოგადად, ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მორალურად გაენადგურებინათ იგი“, – თქვა ვალიევამ ინტერვიუში.
“ნამდვილ ომს ჰგავდა, ვინ ვის დაამარცხებდა. და მთელი პროცესის განმავლობაში მათ ჩემი წონასწორობიდან გამოყვაან უნდოდათ. მე ჩემს პოზიციაზე დავდექი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ამბობდა, რომ ცუდი ადამიანი ვარ“, – ამბობს ამაყად ფატხლისლამოვა BBC-სთან ინტერვიუში.
ფათხლისლამოვას თქმით, მას ფსიქოლოგიური დახმარებისთვის არ მიუმართავს. მისი მთავარი მხარდაჭერები მშობლები და ადვოკატი ირინა ვალიევა იყვნენ, რომელიც ძალიან შეუყვარდა.
ფათხლისლამოვა ახლა 28 წლისაა. ის ღიად საუბრობს თავის გამოცდილებაზე. ფულს კერძო იურიდიული პრაქტიკით შოულობს და იღებს ნებისმიერ საქმეს. ძალიან უყვარს უფა. ასევე ლედი გაგა, ლანა დელ რეი, კეტი პერი, ბრიტნი სპირსი, რიანა, ბიონსე და პუსიკეტ დოლსი.
“2000-იანი წლების განწყობა მხოლოდ ჩემია”, – განმარტავს გოგონა ინტერვიუში.
ფატხლისლამოვა ყველაზე ხალისით საუბრობს პოპ-მუსიკაზე და მუსიკალურ კარიერაზე ოცნებობს.
„ძალიან მიყვარს სიმღერების წერა, შემიძლია ოც წუთში დავწერო სიმღერა, ეს ძალიან სწრაფად ხდება. მე მჯერა, რომ ეს ჩემი საჩუქარია. ძალიან მიყვარს მუსიკა, ვაღმერთებ და ყოველდღე ვუსმენ. ეს არის ჩემი მხსნელი“, – ამბობს ფატხლისლამოვა ინტერვიუში.
„კერვა ვიცი. კარგად შემიძლია ხატვა, მუსიკის კეთება. შემიძლია გასაოცარი მაკიაჟის გაკეთება. შემიძლია ელეგანტურად ჩავიცვა და გავაკეთო ის, რაც მინდა და ვფიქრობ, რომ ამას ვერავინ ამიკრძალავს და არ მაინტერესებს რას ამბობენ ჩემზე “, – ამბობს ინტერვიუს ბოლოს ფატხლისლამოვა.