ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი 2025 წელს Toyota RAV4 გახდა – Focus2Move-ის რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Toyota RAV4 გახდა. ავტომობილების შეფასების კრიტერიუმს მათი საიმედოობა, საწვავის მოხმარება და ვიზუალი წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას Focus2Move ავრცელებს.
2025 წლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე Toyota RAV4-ის გაყიდვები 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო Tesla Model Y-ის 12.7%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, Tesla-ს ყველაზე პოპულარული მოდელი სამეულშია და მხოლოდ Toyota RAV4-ს და Toyota Corolla-ს ჩამორჩება (ამ უკანასკნელის გაყიდვები 8.1%-ით შემცირდა).
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავტომობილების ტოპ-10 ასეთია:
Toyota RAV4
Toyota Corolla
Tesla Model Y
Ford F-Series
Honda CR-V
Chevrolet Silverado
Hyundai Tucson
Toyota Camry
Toyota Hilux
Kia Sportage