ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი თეთრი სახლის ისტორიაში – ვინ არის 27 წლის კაროლინ ლევიტი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კა­რო­ლინ ლე­ვი­ტი და­ნიშ­ნა. 27 წლის ლე­ვი­ტი თეთ­რი სახ­ლის ის­ტო­რი­ა­ში ყველ­ზე ახალ­გაზ­რდა პრესმდი­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

“კა­რო­ლინ ლე­ვიტ­მა ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა ჩემს კამ­პა­ნი­ა­ში და მო­ხა­რუ­ლი ვარ, გა­მო­ვა­ცხა­დო, რომ ის იმუ­შა­ვებს თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მჯე­რა, რომ ის დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი­სად­მი ჩვე­ნი გზავ­ნი­ლის მი­წო­დე­ბა­ში“, – თქვა ტრამპმა.

  • ტრამ­პის წინა პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო, ლე­ვი­ტი იმ­დრო­ინ­დე­ლი პრესმდივ­ნის კე­ი­ლი მა­კე­ნა­ნის გუნ­დის წევ­რი იყო. მა­კე­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია რო­ლის­თვის.

თეთრ სახ­ლში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გარ­და, ლე­ვი­ტი კენ­ჭს იყ­რი­და კონ­გრეს­ში 2022 წელს.

წელს იგი პირ­ვე­ლად გახ­და დედა – შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მან ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას კი სახ­ლი­დან ადევ­ნებ­და თვალს – “ჩემს ქმარს შევ­ხე­დე და ვუ­თხა­რი: “რო­გორც ჩანს, სამ­სა­ხურ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი” – იხ­სე­ნებ­და ლე­ვი­ტი.

კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ლე­ვი­ტი შე­უ­ერ­თდა საპ­რე­ზი­დენ­ტო მი­მო­წე­რის ოფისს, შემ­დეგ კი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გუნ­დის წევ­რი გახ­და. ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იგი მუ­შა­ობ­და ნიუ-იორ­კის მა­ღალ­ჩი­ნო­სან დე­პუ­ტატ­თან, ელის სტე­ფა­ნიკ­თან, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კონ­გრეს­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

ივ­ნის­ში იგი CNN-ის წამ­ყვან­მა კე­ი­სი ჰან­ტმა, ეთე­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ლე­ვი­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ტრამპსა და ჰა­რისს შო­რის გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბის დროს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჰა­რი­სის მხარს და­ი­ჭერ­დნენ და ტრამპს “მტრულ გა­რე­მო­ში” მო­უ­წევ­და ყოფ­ნა.

“ქალ­ბა­ტო­ნო, მე ვა­პი­რებ ამ ინ­ტერ­ვი­უს შე­წყვე­ტას, თუ თქვენ გა­ნაგ­რძობთ ჩემს კო­ლე­გებ­ზე თავ­დას­ხმას”, – თქვა ჰან­ტმა. ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ კა­მე­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­თი­შა.

მოვ­ლე­ნე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, ლე­ვი­ტი და მისი ქმა­რია პირ­ვე­ლი შვი­ლის, ნი­კო­ლა­სის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ.

წყა­რო