ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია.
ადგილობრივების თქმით, დამწვარია ხმელი ბალახი. ამ დროისთვის შეინიშნება მცირე კვამლი.
ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ტყის მიმდებარედ ალპურ ზონაში გუშინ შენიშნეს, თუმცა ადგილი რთულად მიუვალია, რის გამოც ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში პრევენციისთვის იმყოფებიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები.
რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზე იყო გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ