ყვარელში ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
არსებული ცნობებით, მიკროავტობუსში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა