ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ქარმა 20-მდე სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა… | სტიქიის შედეგები კახეთში

სტიქია კახეთში – ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ანალოგიური ვითარება იყო ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც.

ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო. უამინდობამ პრობლემები შექმნა თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზეც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია დაახლოებით 30 წუთი გრძელდებოდა. მათი თქმით, დაზიანდა
საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა… მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას. ისინი ხელისუფლების დახმარების მოლოდინში არიან.
“[საცხოვრებელ სახლში] სულ ყველაფერი დაზიანდა, ფაქტიურად. ავეჯი, ტექნიკა, სულ ყველაფერი. რა ძლიერი იქნებოდა, რომ ამხელა სახურავი გადახადა,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ავტორი: ია გულიაშვილი