ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი – გაერო-ს ალტერნატივა არ აქვს – მისი პოტენციალი ამოუწურავია

გაერო-ს ალტერნატივა არ არსებობს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.
„ამ უნივერსალური ორგანიზაციის ალტერნატივა არ არსებობს. მისი პოტენციალი ამოწურვისგან შორს არის. ჩვენი საერთო ამოცანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაერო-ს, როგორც მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტის როლის გაძლიერებაა, რომელსაც 21-ე საუკუნის გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია“, – განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.
ამასთან, ტოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ერთგული რჩება.
„მსურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ყოვლისმომცველი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყაზახეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ