ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი – ს მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება

რუსეთის მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს მსოფლიო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს და იგი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ს პრეზიდენტი, გლობალურ ატმოსფეროზე, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, დიდ გავლენას ახდენს. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის პოზიციას მთელი მსოფლიო ითვალისწინებს. ამ სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება“, – განაცხადა ტოკაევმა.
ტოკაევმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ს ყაზახეთში ვიზიტმა ორმხრივი ურთიერთობები გააცოცხლა.
„რუსეთი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. 2023 წლის პირველ 10 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 21. 4 მილიარდი დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.