ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტასთნ” ჩინებულად ითამაშა, გოლი გაიტანა და უჩვეულოდ უემოციოდ აღნიშნა, რაც ალბათ, სანაკრებო დისკვალიფიკაციითაა გამოწვეული. ძალიან ეუხეშებოდნენ, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა და ქართველმა არ გააპროტესტა.
პირველ ტაიმში კვარაცხელია რამდენიმეჯერ ჯორჯო სკალვინიმ წააქცია, შეცვლაზე შესულმა 29 წლის ნიდერლანდელმა ჰანს ჰატებურმა კი “ესტაფეტა” გააგრძელა. ერთი სიტყვით, ხვიჩაზე “ყასბები” ნადირობდნენ და საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა.
“კვარას” იტალიელი ჟურნლისტები გამოექომაგენ.
კარლო ალვინო: “მსაჯთა კომიტეტმა ყურადღებით უნდა ნახოს ეს მატჩი. ჰატებურმა კინაღამ დაასახიჩრა კვარაცხელია, ლამის კოჭ-წვივი მოსტეხა. ასეთ ფეხბურთელს ვამტვრევთ, შემდეგ კი ვტირით სერია A-ს
ტექნიკური სიღარიბის გამო”.
პაოლო ძილიანი: “საბედნიეროდ, ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა, შეხვედრის ორი მესამედის განმავლობაში კვარაცხელიაზე ფეხებში დაუნდობლად ჩარტყმის გარდა არაფერი გაუკეთებია. არბიტრს ის არც კი გაუფრთხილებია. როგორც ჩანს, სამსაჯო კორპუსში ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე “კვარას” კი არა, ჰატებურის თამაშის სანახავად მიდის”.