ყარაჩაი-ჩერქეზეთში თავდასხმას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მარა-აიაგის დასახლებაში შეიარაღებული პირები საგზაო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაესხნენ თავს, მათი მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას ს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურგანის ოლქში მივლინებული ორი თანამშრომელი, დაშავდა საგზაო პოლიციის რეგიონალური განყოფილების ორი თანამშრომელი, რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი და კურგანის ოლქის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა ხუთივე თავდამსხმელის ადგილზევე ლიკვიდაცია განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
„ლიკვიდირებული პირები პოლიციელებზე მიმდინარე წლის 22 აპრილს განხორციელებული თავდასხმის სავარაუდო მონაწილეები არიან“, – აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულმა დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება-შენახვის მუხლით აღძრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა