“ყარაბაღელებს ესმით, რომ სომხეთში ცხოვრება რთული იქნება” – ყარაბაღის დატოვება [ფოტორეპორტაჟი]

მარუტ ვანიანი, ერევანი
19 სექტემბერს დღისით საკუთარ ბინაში, სტეპანაკერტში ვიჯექი, როდესაც ძლიერი აფეთქებების ხმა გავიგე სხვადასხვა სახის შეირაღებიდან – არტილერია, უპილოტო აპარატები, ტყვიამტყორცნები. შემდეგ უკვე ქალებისა და ბავშვების კივილი მესმოდა, რომლებიც სარდაფისკენ გარბოდნენ.
სტეპანკერტში სირენების შესახებ ინფორმაცის იმ დღეს ფეისბუკზე ვავრცელებდი. მალევე WhatsApp-ზე BBC-დან დამირეკეს და მთხოვეს, მომეყოლა, რა ხდება. ტელეფონი ჰაერში მეკავა, რათა მათ სროლის ხმები უფრო მკაფიოდ გაეგოთ.
საარტილერიო სროლები შემდეგი დღის დილამდე გაგრძელდა. დილით უკვე პირველ მსხვერპლებს მარხავდნენ, ტრაქტორები მიწას თხრიდნენ სამხედრო სასაფლაოზე. ერთი მარხავდა შვილს, ძმას და ქმარს – ეს იყო ნამდვილი ქაოსი. ზოგიერთის ცხედარი დღესაც არაა ნაპოვნი.
სოფლებიდან ხალხი დედაქალაქისკენ წამოვიდა, სადაც სკოლებს აფარებდა თავს. თანდათანობით ხალხმა პირველადი საჭიროების ნივთების მოგროვება დაიწყო ყარაბაღიდან წასვლის შემთხვევაში.
მთელი ქალაქი კვამლში იყო გახვეული. ხალხი წვავდა სამხედრო ფორმებს, დოკუმენტებს, არქივებსა და საოჯახო ალბომებს. სამედიცინო დაწესებულებები წვავდნენ საკუთარ არქივებს.
25 სექტემბერს ყარაბაღელი სომხების სომხეთში გასვლის ტალღა დაიწყო. საცობის სიგრძე რამდენიმე ათეულ კილომეტრს მოიცავდა.
“აზერბაიჯანის სპეცოპერაცია” სომხური მხრიდან 220-მდე მსხვერპლით დასრულდა. დღემდე 87 პაციენტი მკურნალობს სფ3ც6 დამწვრობის კლინიკაში მას შემდეგ, რაც 25 სექტემბერს ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქება მოხდა. 10-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
წითელი ჯვრის მონაცემებით, დღეს მთიან ყარაბაღში რამდენიმე ათეული სომეხი რჩება, რომელსაც ორგანიზაცია პირველადი საჭიროების საკვებით ამარაგებს. ეს არის ძირითადად ის ხალხი, ვისაც აქვს ფიზიკური შეზღუდვები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვინც ვერ დაუკავშირდა ახლობელს და ვერ გააღწია სომხეთში.
სომხეთის მთავრობამ ყველა დევნილს 100 ათასი დრამი [დაახლოებით, 220$] გამოუყო და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. თუმცა, ყველას ესმის, რომ ეს დახმარება ოდესმე ამოიწურება. ადამიანები ხვდებიან, რომ ვერც ყარაბაღში დაბრუნდებიან და სომხეთში ცხოვრებაც არ იქნება მარტივი – პირიქით.
ყარაბაღელ სომხებს არ აქვთ სომხეთის სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის შესაძლებლობა პასპორტების გამო. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ მათ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ყარაბაღელები ამაზე უარს ამბობენ, რამდენადაც მოქალაქეობის მიღებით, ისინი მთავრობის მიერ დადგენილ დევნილობის ფინანსურ შემწეობას დაკარგავენ.
ყარაბაღელ სომხებს ისეთივე პასპორტი აქვთ, როგორც სომხეთის მოქალაქეებს, თუმცა, პასპორტზე დატანილი კოდი 070 მაინც ანსხვავებს მათ სომხეთის მოქალაქეებისგან. შესაბამისად, ყარაბაღელებს დღესდღეობით არ აქვთ უფლება, დაიწყონ ოფიციალური სამსახური, აიღონ კრედიტი ბანკში და ა.შ.
ერევანში, ყარაბაღელები ბანკიდან ცდილობენ გაიტანონ ოქრო და დეპოზიტები; ფოტო: მარუტ ვანიანი;

ყარაბაღელების აქცია ერევანში მიგრაციის სამინისტროს წინ 5 ნოემბერს, სადაც ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, მიანიჭონ მათ დევნილის სტატუსი ან მოქალაქეობა, რამაც ყარაბაღელები გაურკვევლობაში ჩააგდო. ფოტო: მარუტ ვანიანი
“მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების ისევ მთიან ყარაბაღში დაბრუნების საკითხი განიხილება, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში, თუმცა, დღესდღეობით, ეს არარეალურია”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 24 ნოემბერს პირდაპირ ეთერში.
სომხეთი უკვე დატოვა 16 ათასმა ყარაბაღელმა სომეხმა და საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში გავიდა.
“ვერასდროს ვიცხოვრებ აზერბაიჯანული დროშის ქვეშ ყარაბაღში”, -ამბობს ლიანა ყარაბაღიდან, რომელიც დღეს, 100 ათასამდე დევნილთან ერთად, ასევე, ერევანში ცხოვრობს.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”