“ყალიბდება შუა დერეფნის სამხრეთ განშტოება, რომელიც ჩვენზე აღარ გადის” – გიორგი მელაშვილი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე: საქართველო თამაშგარე რჩება?

ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ უფრო ცხად­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არც -ს და არც სა­მე­ზობ­ლოს ფო­კუს­ში აღარ ექ­ცე­ვა. მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა და­ვოს­ში, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ სე­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და: “ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­მხრი­ვად გავ­ხსე­ნით დე­რეფ­ნე­ბი სომ­ხე­თის­თვის. დიახ, ამ­ჟა­მად ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუმ­ცა, ერთ დღე­საც ტრან­ზი­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პირ­და­პირ სომ­ხე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით მოხ­დე­ბა და ეს დღე არც ისე შორს არის”.

  • ახ­ლა­ხან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Truth Social-ში და­წე­რა, რომ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი თე­ბერ­ვალ­ში სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს ეწ­ვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლო ნახ­სე­ნე­ბი არ­სა­დაა. “თე­ბერ­ვალ­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვენ­სი ორი­ვე ქვე­ყა­ნას ეწ­ვე­ვა, რათა გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვა და წინ წას­წი­ოს “ტრამ­პის გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის“ (პრო­ექ­ტი TRIPP-ი)“- აცხა­დებს -ს პრე­ზი­დენ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, აშშ გა­აძ­ლი­ე­რებს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­თან და მშვი­დო­ბი­ა­ნი ბირ­თვუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბას სომ­ხეთ­თან.

“რო­გორც ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აღარ გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც ადეკ­ვა­ტურ, სან­დო სა­ვაჭ­რო პარტნი­ორს, რაც უდი­დე­სი პრობ­ლე­მა და ტრა­გე­დი­აა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, “ოც­ნე­ბა“ იმ­დე­ნად ტოქ­სი­კუ­რი, არა­სან­დო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გახ­და, რომ მას­თან საქ­მის და­ჭე­რა აღა­რა­ვის უნდა. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ისევ და ისევ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში რჩე­ბა მარ­ტო, სან­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­რე­შე და პი­რის­პირ რუ­სეთ­თან” – ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი მე­ლაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

– და­ვი­წყოთ და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე მყო­ფი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის – ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და ვა­ჰაგნ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სომ­ხე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში და – უკან ტვირ­თე­ბი (რაც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ით გა­და­ად­გილ­დე­ბა), მო­მა­ვალ­ში პირ­და­პირ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­და­ი­ზი­დე­ბა. რას ნიშ­ნავს ეს გან­ცხა­დე­ბა და ამ სქე­მი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ჩახ­სნა?

– არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე კო­რი­დო­რი, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში. რო­გორც ჩანს, ძი­რი­თა­დად სა­უ­ბა­რია რუ­სე­თი­დან სომ­ხე­თის­კენ მი­მა­ვალ ტვირ­თებ­ზე, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ამ ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის გა­ნახ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში. სომ­ხე­თის რკი­ნიგ­ზა ეკუთ­ვნის რუ­სე­თის სარ­კი­ნიგ­ზო სის­ტე­მას, შე­სა­ბა­მი­სად, სარ­კი­ნიგ­ზო ტვირთბ­რუნ­ვის აღ­დგე­ნას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფა­ში­ნი­ან­მა მი­მარ­თა რუ­სე­თის რკი­ნიგ­ზას, გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

ამას ემა­ტე­ბა ლო­ჯის­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი სტავ­რო­პო­ლი­დან, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ჰა­ბია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სომ­ხე­თამ­დე გზა უფრო მოკ­ლეა, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ტრამ­პის მიერ ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი შე­ე­ცა­დოს, რომ ტვირ­თე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გა­და­ზიდ­ვა მოხ­დეს მათი ტე­რი­ტო­რი­ის მეშ­ვე­ო­ბით. ანუ ეს გან­ცხა­დე­ბა უფრო მე­ტად პო­ლი­ტი­კურ-გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რია, ვიდ­რე სუფ­თად ეკო­ნო­მი­კუ­რი.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სარ­კი­ნიგ­ზო ქსე­ლი შე­უ­ერ­თდეს, მათ შო­რის ზან­გე­ზუ­რის დე­რეფ­ნით, მათ შო­რის სხვა სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს სომ­ხეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის, უფრო ჩრდი­ლო­ე­თით. თუმ­ცა ამ თე­მა­ში მთა­ვა­რი ის არის, რომ რო­გორც ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აღარ გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც ადეკ­ვა­ტურ, სან­დო სა­ვაჭ­რო პარტნი­ორს. მა­შინ, როცა არ­ჩე­ვა­ნია, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო კომ­პა­ნი­ას, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სებს ურ­ჩევ­ნი­ათ, რომ ტვირ­თებ­მა გა­ი­ა­როს სან­დო და ადეკ­ვა­ტუ­რი პარტნი­ო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იქ­მნა სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არა­სან­დო იმი­ჯი, რო­გორც ჩვენს მე­ზობ­ლებ­თან, ასე­ვე და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან. ეს არის უდი­დე­სი პრობ­ლე­მა და ტრა­გე­დია სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან ყა­ლიბ­დე­ბა შუა დე­რეფ­ნის სამ­ხრეთ გან­შტო­ე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე აღარ გა­დის და ამ კონ­ტექ­სტში ჩვენ ვრჩე­ბით კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­რე­შე. “ოც­ნე­ბა“ ანაკ­ლი­ის პორ­ტის სას­წრა­ფოდ ასა­შე­ნებ­ლა­დაც არა­ფერს აკე­თებს…

“ოც­ნე­ბა“ იმ­დე­ნად არა­სან­დო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პარტნი­ო­რია, რომ მათი მოწ­ვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე უბ­რა­ლოდ, აღარც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც კი, რო­მელ­საც უამ­რა­ვი თა­ვი­სი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ახერ­ხებ­და და­ვოს­ში და მსგავს ფო­რუ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. “ოც­ნე­ბის“ მე­ნე­ჯმენ­ტის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა იმ­დე­ნად ქა­ო­სუ­რი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, რომ მათი და­პა­ტი­ჟე­ბა უბ­რა­ლოდ, ტოქ­სი­კუ­რია და ამი­ტომ არ მი­იწ­ვი­ეს და­ვო­სის ფო­რუმ­ზე.

– თე­ბერ­ვალ­ში აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს ეწ­ვე­ვა… სა­ქარ­თვე­ლო აქაც თა­მა­შ­გა­რეა და ისევ ვერ მოვ­ხვდით ამე­რი­კის ფო­კუს­ში…

– ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კავ­კა­სი­ა­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­დის, ეს არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სრუ­ლი ჩაფ­ლა­ვე­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი. ეს ძა­ლი­ან ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს იმას, რომ ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში მო­ა­ხერ­ხეს სან­დო მო­კავ­ში­რე­ებ­თან კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, ხოლო “ოც­ნე­ბა“ იმ­დე­ნად ტოქ­სი­კუ­რი, არა­სან­დო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გახ­და, რომ მას­თან საქ­მის და­ჭე­რა აღა­რა­ვის უნდა. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ისევ და ისევ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში რჩე­ბა მარ­ტო, სან­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­რე­შე და პი­რის­პირ რუ­სეთ­თან.

რუ­სეთ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა რამ­დე­ნად დამ­ღუპ­ვე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს. უბ­რა­ლოდ, ტრა­გი­კუ­ლია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან 30 წლის შემ­დეგ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლით გვაბ­რუ­ნებს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის სფე­რო­ში და რუ­სულ წუმ­პე­ში. მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­მა მოგ­ვა­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, მა­შინ, როცა სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა მო­ა­ხერ­ხეს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ამე­რი­კე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, “ოც­ნე­ბა“ პი­რი­ქით – აღ­რმა­ვებს ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან და ამავდრო­უ­ლად, ვერც რუ­სეთ­თან ახერ­ხებს ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა – ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა რო­გო­რი პრობ­ლე­მუ­რიც იყო, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო გაპ­რობ­ლე­მურ­და, რად­გან რუ­სე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იწ­ვევს მხო­ლოდ ამ ინ­ტე­რე­სე­ბის გაზ­რდას და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სია ქარ­თუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­დაქ­ცე­ვა ისეთ კვა­ზი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ერ­თე­უ­ლად, რო­გო­რი­ცაა ჩეჩ­ნე­თი.

– 20 იან­ვარს ერთი წელი გა­ვი­და იმის მო­ლო­დინ­ში, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ტრამ­პთან “და­ა­ლა­გებ­და“…

– დიახ, ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც “ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­და აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას გვპირ­დე­ბო­და და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი, რა­საც “ოც­ნე­ბამ“ მი­აღ­წია, ეს არის კეპი, რო­მე­ლიც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს აჩუ­ქა. ამ კე­პის იქით ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა მა­შინ, როცა ვხე­დავთ, სომ­ხეთ­მა რო­გორ კარ­გად მო­ა­ხერ­ხა ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი “ოც­ნე­ბის“ სა­გა­რეო კურ­სის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბაა.

– გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი და­ვოს­ში კორ­პო­რა­ცია “ბლექ­რო­კის“ ხელ­მძღვა­ნელ ლარი ფინკს შეხ­ვდა, რო­მელ­თა­ნაც აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ფორ­მა. “ბლექ­როკს“ კი ვი­ცით, “ოც­ნე­ბა“ “გლო­პის“ (გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია) ერთ-ერთ საყ­რდე­ნად მო­იხ­სე­ნი­ებ­და. იზი­ა­რებთ ამ ვერ­სი­ას?

– ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. “ოც­ნე­ბის“ და მისი პრო­პა­გან­დის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა იმა­შიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მსხვილ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდ “ბლექ­როკ­თან“, რო­მელ­თა­ნაც უშუ­ა­ლო კავ­ში­რი აქვს არა მარ­ტო ტრამპს, არა­მედ აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფოს, “ოც­ნე­ბამ“ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არა მარ­ტო გა­ი­ფუ­ჭა, არა­მედ სა­ერ­თოდ მტრად გა­მო­ა­ცხა­და. ეს, უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმი­ტომ, რომ მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ყო­ფი­ლი­ყო. აშ­კა­რაა, რომ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვი­საც, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რად ჩვენ­ზე ძლი­ე­რა­დაა მისი რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, “ბლექ­როკ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უაღ­რე­სად მიმ­ზიდ­ვე­ლია. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, ეს მათ­თვის რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი დოვ­ლა­თი­სა და სი­კე­თის მომ­ტა­ნია და ამ დროს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ და სხვა მსხვილ ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ებს ლა­მის მტრე­ბად აცხა­დებს მა­შინ, როცა რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვზრდით.

– მა­ინც სად მივ­ყა­ვართ “ოც­ნე­ბას”, რა მიზ­ნე­ბი აქვს მას?

– “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ჩაფ­ლა­ვე­ბა აშ­კა­რაა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მომ­ხილ­ვე­ლის­თვის – მათი მცდე­ლო­ბე­ბი რა­ღაც ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე სა­უბ­რით და სხვა მსგავ­სი, სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტრა­გი­კუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ჩვენ გვქონ­და რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, რაც დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცი­ით, რეპ­რე­სი­ე­ბით და ჩვე­ნი და­მო­ნე­ბით სსრკ-ს დაშ­ლამ­დე. ჩანს, იმა­ვე შეც­დო­მის გა­მე­ო­რე­ბა უნდა “ოც­ნე­ბას“, რად­გან ვერ ელე­ვა აბ­სო­ლუ­ტურ და უსა­მარ­თლო ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მათ გა­აჩ­ნი­ათ და რო­მელ­საც ისი­ნი იყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ ტრო­ტუ­არ­ზე მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი და­სა­ჯონ. მთა­ვა­რი გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­აგ­რძე­ლოს ბრძო­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის. ყვე­ლამ უნდა გა­ვი­აზ­როთ, რო­გო­რი დამ­ღუპ­ვე­ლია ის გზა, რო­მე­ლიც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აირ­ჩია და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ ის ვა­ი­ძუ­ლოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება აღას­რუ­ლოს და შე­წყვი­ტოს რუ­სეთ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ზრდა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ყიდ­ვა.