ყალბი ინვალიდობის ცნობა სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის – კიევში ექიმი დააკავეს

Kyiv Independent წერს, რომ კიევში ერთი-ერთი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი სასამართლოში მას შემდეგ წარსდგება, რაც პოლიციის ცნობით, ის ყალბი ინვალიდობის ცნობის გაცემაშია ეჭვმიტანელი. ამის შესახებ პოლიციამ 8 ოქტომბერს განაცხადა.
Kyiv Independent აღნიშნავს, რომ გამოძიების თანახმად, ეს გაყალბებული დოკუმენტები სამხედრო ასაკის მამაკაცებს საშუალებას აძლევდა, ჯარში არ გამოცხადებულიყვნენ და გამგზავრებულიყვნენ საზღვარგარეთ. უკრაინელი მამაკაცები 18-დან 60 წლამდე ასაკში, საომარი მდგომარეობის ფარგლებში, საზღვარგარეთ გამგზავრების უფლების გარეშე ვერ ტოვებენ ქვეყანას.
ზემოაღნიშნული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ცენტრი პასუხისმგებელია დაზიანების ან დაავადების შემდეგ ინვალიდობის ხარისხის დადგენაზე როგორც სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ისე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ასევე, შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე გასცენ სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების დამადასტურებელი ცნობა.
მობილიზაციის / ომში გამოძახების პროცესის გაძლიერებასთან ერთად, ში მატულობს უკანონო სქემების რაოდენობა, რომლებიც ყალბი სამედიცინო დოკუმენტების საშუალებით მამაკაცებს სამხედრო სამსახურის თავიდან აცილებაში ეხმარება.
ოფიციალურ პირს, რომელიც დააკავეს და რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ბრალი წარედგინა დოკუმენტების გაყალბებასა და ადამიანების უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაყვანისთვის.
პოლიციის მტკიცებით, ეჭვმიტანილი აყალბებდა სამედიცინო ანგარიშებს და მამაკაცებს, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის სხვაგვარად ვარგისები იყვნენ, ყალბი დიაგნოზებით გაწვევის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას შესაძლოა მაქსიმუმ შვიდ წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.