ყალბი დეკრეტული ცნობის დამზადებისთვის 6 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა 6 ადამიანი, რომლებსაც ედავებიან ყალბი დეკრეტული შვებულების გაფორმებასა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულთაგან ოთხი მეწარმეა, ორი კი – ბუღალტერი. ინფორმაცია მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა დღეს, 19 დეკემბერს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 2020-2022 წლებში ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით გაურიგდნენ ორსულ ქალებს და ფიქციურად გააფორმეს საკუთარ საწარმოებში.
“რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის”, – წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით.

ასევე დაგაინტერესებთ