ყაზბეგში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს – პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1967 წელს დაბადებულ ა.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების გამო ა.ღ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ხ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)