ყაზბეგში მეწყერი ჩამოწვა – გამტარ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა, გზა გადაიკეტა

დღეს საღამოს, 31 ივლისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა. -ის განცხადებით, დაშავებული არავინ არის.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში დამეწყრილი ფერდობი ჩანს. უფრო ადრინდელ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება მთის კალთაზე მიწის მასა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ მყინვარ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინება მიიღეს.
„სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე“, – წერს უწყება.
საგანგებოს ცნობითვე, „პრევენციის მიზნით“ საავტომობილო გზა დაიკეტა.
„მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაკურ კვაშილავა: შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. იურისტს არ უნდა ეშლებოდეს ეს და ჟურნალისტი არ უნდა უსწორებდეს ტერმინს … “კონფლიქტის ესკალაცია”. არც ეშლება, რომ იცოდეთ განზრახ იყენებს ამ ანტისახელმწიფოებრივ ტერმინს