ყაზბეგში, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ყაზბეგში, მებაჟე ოფიცრებმა 14 109,48 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ – 419 კოლოფი ელექტრო სიგარეტი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 109,48 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას – თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც – ეს ხალხი ხართ თქვენ