ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? – ძველი გზით იარეთ – კალაძე

თბილისის მერმა მ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და თქვა:
„თქვენ აღნიშნულ გზას სკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ ამ გზით, იარეთ ძველი გზით.”
ცნობისთვის, ახალი გზა, რომელიც რუსეთისკენ წავა, მილიონები დაჯდება. 225 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარიალზე, აგრესორი ქვეყნის საზღვართან, ახალი გზის თითო კილომეტრი დაახლოებიით 50 მილიონი დაგვიჯდება.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა სწორედ კრემლის ინტერესშია.