ყაზახეთში რეფინანსირების განაკვეთი 18%-მდე გაიზარდა

ინფლაციის მზარდი საფრთხეების გამო, ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 18%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი 13%-მდე გაზრდილი ინფლაციაა, რომელიც ბოლო კვარტალში განსაკუთრებით დაჩქარდა და ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ ზედა ჭერს გასცდა.
მარეგულირებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ წლიური ინფლაცია სექტემბერში 12.9%-მდე გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის პროგნოზს აღემატება, ყველაზე დიდი გავლენა კი სურსათის ფასების ზრდამ მოახდინა.
მარეგულირებელმა დასძინა, რომ ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სურსათის ფასების ზრდა (+12.7%). ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ გარკვეული სურსათის კატეგორიების ფასები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, მათ შორის წარმოებისა და იმპორტის ხარჯების ზრდის გამო.
ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა გლობალური სურსათის ბაზრების მიერ წარმოქმნილი რისკები: ბოლო წლებში ხორცისა და მცენარეული ზეთების ფასების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ამ საკვები პროდუქტების აქტიური ექსპორტის გათვალისწინებით, მათი ფასების ზრდა გავლენას ახდენს შიდა ფასებზე. ეროვნულმა ბანკმა დასძინა, რომ რუსეთში ინფლაცია „შედარებით მაღალი“ რჩება, მაგრამ შენელების ნიშნებს ავლენს, ევროკავშირში ინფლაცია სტაბილური რჩება და -ის ფედერალურმა რეზერვმა „ზომიერი ინფლაციური ზეწოლისა და მიმდინარე მაკროეკონომიკური გაურკვევლობის“ ფონზე დასაქმების მხარდასაჭერად საპროცენტო განაკვეთების შემცირება გადაწყვიტა.