ყაზახეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში მყოფი 6 ადამიანი გადარჩა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი” ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს აეროპორტზე დაყრდნობით წერს, რომ ნისლის გამო, ბაქოდან მომავალი თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის აეროპორტისკენ გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო