ყაზახეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 32 ადამიანი გადაურჩა – ბაქო

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურის ცნობით, ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ ცოტა 32 ადამიანი გადაურჩა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.
ქალაქ აქთაუში, რომელიც დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს, ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, უამინდობის გამო კურსი შეიცვალა და აქთაუში გაფრინდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხომალდმა რამდენიმე წრე დაარტყა ჰაერში. ფრინველებთან შეჯახებისა და საჭის კონტროლის დარღვევების გამოვლენის შემდეგ, ეკიპაჟმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, თვითმფრინავი აქთაუს მიმართულებით გაემგზავრა გადაუდებელი დაშვებისთვის. თუმცა, დაშვება ტრაგედიით დასრულდა. ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ასტანას დროით 11:30 საათზე მოხდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფაში გადარჩენილთა შორის არის რუსეთის ფედერაციის 10, აზერბაიჯანის 14, ყირგიზეთის ორი მოქალაქე, ხოლო სამის მოქალაქეობა დადგენილი არ არის.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი ასახულია ვიდეოშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)