ყაზახეთში აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ქალაქ აქთაუში, რომელიც დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს, ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, უამინდობის გამო კურსი შეიცვალა და აქთაუში გაფრინდა.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.
უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.
“დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, გადარჩენილია რამდენიმე ადამიანი, რომლოებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩართულია 150 პერსონალი, 45 ერთეული სასწრაფო რეაგირების აღჭურვილობა.
მიმდინარეობს მგზავრთა სიების განახლება,” – წერს ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი ასახულია ვიდეოშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?