ყაზახეთი „მომთაბარე ვიზის“ ამოქმედებას აპირებს

ყაზახეთი „მომთაბარე ვიზის“ ამოქმედებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ტურიზმისა და სპორტის მინისტრის ერმეკ მარჟიკპაევას განაცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ამჟამად განიხილავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანამედროვე „მომთაბარე ვიზის“ – Neo Nomad Visa-ის შემოღების საკითხს, რაც მათ ქვეყანაში გრძელვადიანი ყოფნის უფლებას მისცემს.
„ამ ღონისძიების განხორციელებიდან მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი იქნება ყოველწლიურად 3 მილიარდ ტენგეზე მეტი. ამჟამად შემუშავებულია Neo Nomad Visa-ს დანერგვის მექანიზმი და გაეგზავნა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებს“, – აღნიშნა მინისტრმა.