ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი და ყაზახეთთან ურთიერთობა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია.
„ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყნებს შორის, გვექნება ასევე ხელმოწერა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ხელშეკრულების, რაც მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ. 1997 წლიდან ჩვენ არ გაგვიახლებია ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური ფორმატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დინამიური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც თანამედროვე სამყაროში ამ მიმართულებით არსებობს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა. მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი, ასე, რომ ყაზახეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყაზახეთი არის ასევე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. 2024 წელს გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან. ჩვენ მომავალში ველოდებით ამ ინვესტიციების ზრდას, როგორც მიმდინარე წელს, ასევე განსაკუთრებით უკვე 2026 წლიდან.
რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი განიხილება, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ასევ ჩვენ გვექნება საუბარი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. ტრანსპორტი ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც მჭიდეო თანამშრომლობა აქვს ორ ქვეყანას, განსაკუთრებით, სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. 2024 წელი აქაც გამორჩეული იყო, იმიტომ, რომ პირველი მულტიმოდალური მატარებლები ყაზახეთის გავლით ჩინეთიდან დაიძრა საქართველოს მიმართულებით.
შუა დერეფნის როლი ბოლო წლებში კიდევ უფრო იზრდება. ამ კუთხით, ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შევქმენით ერთობლივი საწარმო ყაზახეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ და ეს გაამარტივებს სატვირთო გადაზიდვებს. ასევე ტურიზმი უნდა აღინიშნოს, ყაზახეთი მეექვსე ადგილზეა, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული პარტნიორი ქვეყანა. 200 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს ყაზახეთიდან და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი იმიტომ დაკეტა, რომ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორისთვის USAID-ის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს