ყაზახეთი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდ სტიქიურ უბედურებას ებრძვის

ყაზახეთი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას efecomunica ავრცელებს.
ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი. დაკარგულად ითვლება ათობით ადგილობრივი. დატბორილია ათი რეგიონი.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი. პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. დანგრეულია ხიდები და დატბორილია ათასობით სახლი.