ყაზახეთის ხელისუფლება უკრაინასთან განიხილავს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობის სატუმბი სადგურზე თავდასხმას, – განუცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკან რახმეტულინმა Informburo-ს.
„ბუნებრივია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, ვისაუბრებთ, იქნება შეხვედრები. კონტაქტები აუცილებლად იქნება აქ ან კიევში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხები დიპლომატიური გზით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს მომავალში“, – განაცხადა მან.
ნავთობის გადამტანი სადგური კროპოტკინსკაია კრასნოდარის მხარეში 17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად “სერიოზულად დაზიანდა”, რამაც შესაძლოა ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება 30%-ით შეამციროს. კონსორციუმის სპეციალისტების აზრით, სადგურის შეკეთებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.
