ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება

ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით The Middle Corridor: From Reliable to Impactful მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ფორუმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 22-23 ოქტომბერს ჩატარდება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება.
ნურლან საურანბაევს ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე 2025 წლიდან 30 ივნისიდან მუშაობს, მანამდე მას ყაზახეთის მრეწველობისა და ახალი ტექნოლოგიების სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები, აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შეიკრიბებიან. ფორუმის ინკლუზიური გარემო ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს პოლიტიკოსებსა და ბიზნესის ლიდერებს შორის, ასევე შესაძლებლობებს შექმნის საჯარო-კერძო პარტნიორობისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის.
ფორუმი პირველად 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და უკვე იქცა საერთაშორისო ბრენდად. მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით – აბრეშუმის გზის ფორუმი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს