ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.
“კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ყოვლისმომცველი განვითარებისკენ და თავისი კუთვნილი ადგილი უკავია საერთაშორისო ასპარეზზე, ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.
მიმდინარე წლის თებერვალში ყაზახეთში თქვენმა ოფიციალურმა ვიზიტმა ახალი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – აღნიშნულია ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
Previous: იმით არ დაკმაყოფილდნენ, რომ ანტისახელისუფლებო აქციებს აფინანსებდნენ, ახლა, ადგნენ და ორ სახელმწიფოს შორის, ურთიერთობის დაძაბვა-გაფუჭებაზე დაიწყეს მუშაობა

ასევე დაგაინტერესებთ

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია