ყაზახეთის პარლამენტმა „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონი მიიღო

ყაზახეთის პარლამენტმა „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონი მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც ონლაინ სივრცესა და მედიაში „ლგბტ პროპაგანდას“ კრძალავს.
კანონი დამრღვევი პირებისთვის ჯარიმებს, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 10 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახლა კანონი დასამტკიცებლად ყაზახეთის სენატს გადაეგზავნება, ხოლო მას შემდეგ ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უნდა მოაწეროს.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ კანონის მიღება „ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ყაზახეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს დაარღვევს“.
გამოცემა წერს, რომ ყაზახეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი რუსეთში, საქართველოსა და უნგრეთში დამტკიცებული კანონების მსგავსია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე