ყაზახეთის ნავთობის მარაგი 1 ტრილიონ ტონას მიაღწევს

ყაზახეთის ნავთობის მარაგი 1 ტრილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს გეოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ერლან აკბაროვმა განაცხადა.
„ამჟამად ქვეყანას 4 მილიარდ 400 მილიონი ტონა ნავთობის მარაგი აქვს. აქედან, C1 კატეგორიის ნავთობის მარაგი, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება, შეადგენს 2 მილიარდ 900 მილიონ ტონას. ეს არის წიაღის ამჟამინდელი მომხმარებლების მარაგი,“- აღნიშნა აღნიშნააკბაროვმა.
მისი თქმით, „ევრაზიის პროექტი“ ნავთობის შიდა მოპოვების სფეროში 2022 წელს დაიწყო. პროექტი კასპიის ზღვის აუზის ქვედა ფენის შესწავლას ითვალისწინებს. „ამისთვის სახელმწიფომ გამოყო თანხა და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. კასპიის ზღვის ზედაპირზე დანალექი ქანები 25 კმ-მდე სიმაღლეს აღწევს. სამეცნიერო პროგნოზებმა აჩვენა, რომ მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონ ტონას მიაღწევს“.

ასევე დაგაინტერესებთ