ყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა

ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ბრინჯაოს მედლებს საბა ინანეიშვილი (+ 100კგ) და ზაურ დვალაშვილი (- 81კგ) დაეუფლნენ. საბა ინანეიშვილმა მეოთხედფინალი ყაზახ იერასილ კაზიბაევთან დათმო, რეპეშაჟში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დენის ბაჩაევს სძლია, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზაურ დვალაშვილმა (- 81კგ) მეოთხედფინალში ყაზახ აბილაიხან ზუბანაზარს, რეპეშაჟში იტალიელ მადალონი ნოსას სძლია, ხოლო ფინალისთვის ბრძოლა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დავიდ კარაპეტიანთან დათმო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით