ყაზანის სასამართლომ 5 აპრილამდე გაუგრძელა პატიმრობა რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას

ყაზანის რაიონულმა სასამართლომ 1 თებერვალს 5 აპრილამდე გააგრძელა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას პატიმრობის ვადა. ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე სერგეი აპტულინმა, რომელმაც ამით დააკმაყოფილა გამოძიების შესაბამისი მოთხოვნა.
სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, პრესის წარმომადგენლები დარბაზში მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დაუშვეს. ყაზანის სასამართლოში იმყოფებოდნენ ავსტრიის, ჩეხეთისა და ნიდერლანდის საელჩოების წარმომადგენლები.
ალსუ კურმაშევას ადვოკატი დაჟინებით მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლას, მაგრამ სასამართლომ ამაზე უარი თქვა.
რადიო თავისუფალი ევროპა /რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტივენ კაპუსმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ალსუ კურმაშევა და მისი ოჯახი ერთად ყოფნას იმსახურებენ.
„ალსუ მეოთხე თვეა, ს ციხეშია; აშკარაა, რომ ის უკანონოდ ჰყავთ დაკავებული, რადგან ის არის ამერიკელი და ჟურნალისტი, რომელიც ბედავს თავისი საქმის კეთებას – ორი რამ, რაც მოსკოვისთვის აუტანელია“, – აღნიშნა კაპუსმა.
ალსუ კურმაშევას -ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად ში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ის ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა.
2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.

განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წარუდგინეს. ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები, „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
23 ოქტომბერს ალსუ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. თვე-ნახევრის შემდეგ ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რუსული არმიის წინააღმდეგ „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო Idel.Реалии-ს რედაქციის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „არა ომს. 40 ისტორია რუსებზე, რომლებიც ში შეჭრას ეწინააღმდეგებიან“.

ასევე დაგაინტერესებთ