ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსნები

კოლეგიის მიერ “ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” პოლიციის მაღალჩინოსნები დააჯილდოვა. მათ უმრავლესობას დასავლეთში სანქციები აქვს დაწესებული.
ორბელიანის სასახლეში 30 იანვარს გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი და პარლამენტის თავმჯდომარე , რომელთა წარდგინებითაც ჯილდოები გადაეცათ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს:
· შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს;
· მინისტრის პირველ მოადგილეს, შალვა ბედოიძეს;
· მოადგილეებს – იოსებ ჭელიძეს;
· ალექსანდრე დარახველიძეს;
· გიორგი ბუთხუზს.
ღირსების ორდენებით ასევე დაჯილდოვდნენ:
· თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი;
· საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე;
· ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე;
· განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი (“ხარება”);
· ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები:
· მილერი ლაგაზაური;
· მირზა კეზევაძე.
ღირსების ორდენით დაჯილდოებული მაღალჩინოსნების უმრავლესობას ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მიერ სანქციები აქვს დაწესებული, თბილისში მიმდინარე პროდასავლური დემონსტრაციების სასტიკი დარბევის გამო.
-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანეს.
მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქცირებული არიან:
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
· ალექსანდრე დარახველიძე – -ის მინისტრის პირველი მოადგილე;
· სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
· ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
· მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.
მ 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ პოლიციის სანქცირებულ მაღალჩინოსნებს დააჯილდოებდნენ, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა ს პრეზიდენტობის პირობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას