ყაველაშვილმა სანქცირებულ გომელაურს გენერალ-პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა

მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, სანქცირებულ ვახტანგ გომელაურს პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.
შესაბამისი განკარგულება 2025 წლის 14 იანვრით თარიღდება.
“ვახტანგ გომელაურისათვის პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვიცე-პრემიერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიენიჭოს პოლიციის გენერალ- პოლკოვნიკის უმაღლესი სპეციალური წოდება”- წერია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ვკითხულობ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებს აქციაზე „ლელოს“ წარმომადგენელზე თავდასხმაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია