„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა.
გიორგი მოდებაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით განწესდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოში ირინა იმერლიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, საკუთარი განცხადების საფუძველზე 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
საკონსტიტუციოს მოსამართლედ დანიშვნამდე, გიორგი მოდებაძე „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის პირველი მოადგილე იყო.
რაც შეეხება გიორგი მოდებაძის განათლებას:
· 2016-2018 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი;
· 2005-2009 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, ბაკალავრი.
მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
· 2024/11 – დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
· 2024/04-2024/11 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი;
· 2016/05-2024/04 – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამდივნოს უფროსი;
· 2010-2016 – თბილისის საქალაქო სასამართლო, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
