ყაველაშვილმა საერთაშორისო საკითხებში მრჩევლად ლუკა ეხვაია დანიშნა

ქართული ოცნების პრეზიდენტის ს მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ლუკა ეხვაია დაინიშნა.
BMG-ის მიერ ქართული ოცნების პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო საკითხებში მრჩეველს 6 424 ლარი აქვს ხელფასი.
საჯარო წყაროების მიხედვით, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია.
2010 – 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში – სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი);
2015 – 2017 წლებში კი – ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.
ლუკა ეხვაია YouTube-ზე პოდკასტ ფუკოს ქანქარას ავტორია.