ყაველაშვილმა ლუკაშენკოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მეშვიდე ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ყაველაშვილის მისალოც წერილს ლუკაშენკოს ადმინისტრაცია აქვეყნებს.
„მინდა მოგილოცოთ ბელარუსის პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის საყრდენი, იმედი მაქვს, რომ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, – ვკითხულობთ ყაველაშვილის წერილში.
თავის მხრივ ლუკაშენკოა ერთ-ერთი იმ ლიდერებს შორის, რომელმაც ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.
ს მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკი დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია და ამ პოსტს 1994 წლიდან იკავებს.
წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ბელარუსში 2020 წელს გაიმართა, ლუკაშენკომ თავი 80%-იანი მხარდაჭერით გამარჯვებულად გამოაცხადა. ლუკაშენკოს იმჟამინდელი კონკურენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებდა, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა და შედეგები გაუყალბეს, რასაც ბელარუსში მასობრივი პროტესტი მოყვა. თუმცა ლუკაშენკომ პროტესტი ძალადობრივი გზით ჩაახშო, ოპონენტების ნაწილი დააპატიმრა, ნაწილს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. მათ შორის ბერალუსი დატოვა სვეტლანა ტიხანოვსკაია.
ახლა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში 4 ფორმალური კონკურენტი ჰყავდა. არჩევნებს არ აკვირდებოდნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები. ევროკავშირი და დასავლური ქვეყნები ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.
რაც შეეხება ალექსანდრ ლუკაშენკოს დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ბელარუსს არასოდეს უღიარებია სა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ არაერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის შეუფერებელი იყო. თუმცა მას ჰქონდა შეხვედრები დე ფაქტო რესპუბლიკების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტებთან.
გარდა ამისა, ლუკაშენკოს დარღვეული აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, როცა ის 2022 წლის 28 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მზადაა, „ბელარუსისა და ს სამეკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს“.
ამასთან, აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერი თავისი ოჯახისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 300 ნომრისგან იქნება შემდგარი, სამედიცინო სპა შენობითა და ტალახის აბაზანებით.