ყაველაშვილმა ალიევისგან მილოცვა მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაველაშვილს მილოცვის წერილი გაუგზავნა.
“გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას.
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის,”- სწერს ალიევი მიხეილ ყაველაშვილს.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია და ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, შესაბამისად, პარლამენტს, ისე როგორც უკვე პრეზიდენტს, ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს.საქართველოს პარლამენტის დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა უნგრეთისა.ყაველაშვილის ინაუგურაციას “ქართული ოცნება” 29 დეკემბერს გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ – ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს

კახა კალაძე – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას