მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკასგან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევისგან მიიღო.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებასა და მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ”, – ვკითუხლობთ ლუკაშენკას მილოცვაში.
თავის მხრივ, ალიევმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
“გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას.
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის”, – წერს ალიევი.